სამშობლო

All posts tagged სამშობლო

მიმართვა ქართველ გეებს: რატომ უნდა გძულდეს ან გიყვარდეს საქართველო

Published 24/02/2015 by Nick

დღეს ფიქრის დღე მქონდა. ვფიქრობდი ყველაფერზე: ლარის გაუფასურებიდან დაწყებული, – “ოსკარზე” ჩაძინებული მიშა მესხის უტაქტობებით დამთავრებული. ხანდახან კარგია სახლში ჯდომა, ჩაის მოდუღება და ათას სისულელეზე ფიქრი. ეს კარგი კი არა სასარგებლოცაა.
ხოდა ამ ფიქრებში გართულს მესიჯი მომსვლია მობილურზე, ჩემი მეგობარი მწერდა. ზეგ დაბადების დღე მაქვს და გეპატიჟებიო, თან მიაყოლა: “უკვე 21 წელია ამ ჯოჯოხეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, იქნებ სადმე შორს გადამისროლოს ბედისწერამ”. – მადლობა თქვი, რომ პაკისტანში არ ცხოვრობ უნამუსოთქო კი გავიფიქრე, მაგრამ არაფერი მიმიწერია.

ამ თემაზეც დაფიქრდი. ძალიან ბევრი გეისგან მსმენია მსგავსი რამ. მათ სძულთ აქაურობა: ვერ იტანენ ხალხს, ტრადიციებს, კულტურასაც აბუჩად იგდებენ. მოკლედ ანტიქართველები არიან. პრინციპში ზოგჯერ მეც მინდახოლმე თავი დავაღწიო საქართველოს და სადმე ევროპაში გადავცხოვრდე, მაგრამ ნამდვილად არ მძულს ჩემი ქვეყანა, ჩემი ქალაქი, სადაც დავიბადე, ფეხი ავიდგი, უამრავი კარგი თუ არც ისე კარგი რამ გადამხდა თავს. Read the rest of this entry →