გეი ბაბულიკები (ყველაზე გაუბაზრებლები;)

Published 14/01/2016 by Nick

2534069

რამოდენიმეჯერ ვახსენე და უკვე გეცოდინებათ რომ ასაკით არც ისე დიდი ვარ, მაგრამ საკმაო გამოცდილება დავაგროვე იმისთვის, რომ დროდადრო მოგიყვეთ საკუთარი სექს თავგადასავლების შესახებ.

რატომღაც მომინდა დღეს “მობაბულიკო” ელემენტების შესახებ დამეწერა.

არ აქვს მნიშვნელობა ჩამოსული ხარ თუ დაბადებიდან თბილისში ცხოვრობ, ინსტიტუტად ქცეული ბაბულიკების შესახებ აუცილებლად გეცოდინება. ისინი ყველგან არიან მიმოფანტულნი, მაგრამ ერთ ბნელ მთლიანობას ქმნიან შავი ხვრელივით და სხვებსაც აქტიურად ითრევენ თავიანთ უსასრულო წრეში. ჩვეულებრივი სექტაა.
მათ უგემოვნოდ შეხამებული სპორტული შარვალი, ზედა ტანი და სათვალით გამოარჩევ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შავი უნდა იყოს. უფრო ქურდულ-კაი ბიჭური ფერია და ამიტომ. ჰო, მართლა, მათი ტელეფონის ეკრანი ხშირ შემთხვევაში გაბზარულია. ერთი ღერი სიგარეტი ქურთან აქვთ გარჭობილი, მეორეს კი უმოწყალოდ ატრიალებენ პირში. – აი ასეთია საქვეყნოდ ცნობილი ბაბულიკა. ნუ, რა თქმა უნდა უფრო პრადვინუტი და “პატრონიანი” ბაბულიკებიც არსებობენ (ამ მობომჟო ბაბულიკების იდეალები), მაგრამ ისინი ან პარლამენტში ზიან, ან “ბიზმესმენები” არიან და იშვიათად თუ მოკრავ თვალს საჯარო სივრცეში.

ბაბულიკა თავის მხრივ ჰომოფობი და რაღა თქმა უნდა რასისტია, მაგრამ ზანგური რეპის გარეშე ცხოვრება არ შეულძიათ (პატრონიანებს ჯაზის).
ბაბულიკებს გეის ხსენებაზე “პუჭყება” და დედის გინება ახასიათებთ. მაგრამ, როგორც ყველა ჰომოფობის, ასევე მათი ძმაკაცების უმეტესობამ არ იცის თუ როგორ დაძვრებიან ეს ბაბულიკები გეი და ბი კაცებისთვის განკუთვნილ აქლიკაციებზე და საიტებზე. არც ის ეცოდინებათ როგორი ალერსიანები არიან ბიჭუნასთან განმარტოებულ ცარიელ სახლში.

თბილისი პატარაა. გეი კულტურა არაა განვითარებული. არც ბევრი გეი ბარი/კლუბი გვაქვს. ხალხი ნიუ-იორკში იყენებს გაცნობის საიტებს და არ გაგიკვირდებათ მე რომ გითხრათ გაცნობის საიტებში დავბოდიალობმეთქი.

ერთ ასეთ საიტზე მომივიდა მესიჯი “Gio 007”-სგან. თავიდან დავაიგნორე, მაგრამ მესიჯების კორიანტელი რომ არ შეწყდა გავხსენი და წავიკითხე.

Damevase, ra ubneli xar?
Nika ara? me gio mqvia brat. Gavicnot?
Ramdeni tslis xar?
Rato ar mpasuxob shechema???

შემდეგ თავისი ფოტო გამოგზავნა. საკმაოდ სიმპატიური ახალგაზრდა ბიჭი აღმოჩნდა. შევყევით მიმოწერას. 21 წლის ვორონცოველი სტუდენტი აღმოჩნდა. ერთ-ერთი უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის კურსზე სწავლობდა.

მუშაობს, ბიზნესზე სწავლობს, სიმპატიურია, ალბათ განათლებულიც იქნება – ვიფიქრე და დავუნიშნე შეხვედრა.
მითხრა გაგარინზე შემხვდიო. ვიფიქრე ვნახავ გაგარინზე და ალბათ რომელიმე კაფეში წავალთთქო. გაგარინზე მისულს სულ სხვა სურათი დამხვდა. რომელიღაც სადარბაზოს, რომელიღაც ბინაში შემიპატიჟა. მეთქი აქ რა ქვინდა სადმე არ წავიდეთთქო? და აი ამის მერე დაიწყო საოცრება 🙂

აღმოჩნდა რომ ბიჭს უტყდება გეისთან ერთად ქუჩაში გავლა, მითუმეტეს კაფეში ჯდომა. ბარემ იქვე ხომ არ ვიზასავოთო? ის გეი ან “ვინმე” კი არაა, პროსტა ზოგჯერ უნდება რა ბიჭის მოფერება, თორე ისე დანიშნული ყავს გოგო და დღე-დღეზე ცოლად მოიყვანს და ალბათ კოჭებას დაუხვრეტს. ჩვენ კაცები ვართ, ყველაფრის უფლება გვაქვს, ეს სამყარო ჩვენი გონებისთვისა მოწყობილი და ზოგჯერ უნდა განვიტვირთოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ქუჩა-ქუჩა ხელიხელ ჩაკიდებულებმა ვიაროთ და ამ “რამეების” პროპაგანდა მოვახდინოთო.
ნელ-ნელა უფრო ბაბულიკურ იერს იღებდა. რაღაც მომენტში მეგონა რომ ფეხებს გაშლიდა და ჩაიცუცქებოდა მაი ჰოუმ ჯიზე ნაქირავები 50 ლარიანი დღიური ბინის გადახეხილ იატაკზე.
ჰა, ეხლა რისთვისაც მოგიყვანე ვქნათ და მერე ძმები მელოდებიან გავრბივარო გამომიცხადა.

აი იმ დღეს მივხვდი რასაც გულისხმობენხოლმე ადამიანები თავ-ქუდ მოგლეჯილი გარბოდაო რომ ამბობენ.

მოკლედ, ჩემო ძვირფასო ბაბულიკებო, თუ თქვენთვის ასე მიუღებელია ჰომოსექსუალური ცხოვრება, ნუღა დაკერავთ ბიჭებს. და თუ ასე ძალიან გიყვართ კაცებში მოლხენა, მაშინ საჯაროდ გეების ლანძღვა-გინებასმაინც მოეშვით.

 

 

Advertisements

რაც გულში მაქვს, იმას ვამბობ: ის დრო დასრულდა, როდესაც იდეალებისკენ მიისწრაფოდა ხალხი

Published 01/03/2015 by Nick

მომენატრა ის დრო, როდესაც ხალხი იდეალებისაკენ მიიწევდა, არსებობდა ‘იდეალური’ პარამეტრები, ზომა, წონა, სილამაზე, მენატრება დრო, როდესაც მთელი ძალაუფლება და ყურადღება ტოპ მოდელებს ეთმობოდა, როდესაც ადამიანს თავისი კრეტიულობით, სილამაზით და ტანსაცმლით აფასებდნენ, როდესაც ტელევიზორში მხოლოდ ‘იდეალური’ მომღერლების კლიპებს უშვენდნენ და არავის ადარდებდა იმ მომღერლების ინტელექტი და სმენა, როდესაც პრიალა ჟურნალების გარეკანს მხოლოდ გემოვნებიანი ადამიანები ამშვენებდნენ და კოლექციის ჩვენებებზე დაუნის სინდრომიანი ‘მოდელები’ არ გამოყავდათ, როდესაც მსუქნებს სცხვენოდათ საკუთარი სხეულის და ცდილობდნენ პრესტიჟულ ადგილებში არ გამოჩენილიყვნენ, როდესაც ქალები ოჯახის შექმნაზე უარს ამბობდნენ და კარიერაზე გადაჰქონდათ მთელი ყურადღება, როდესაც ქველმოქმედება არავის ადარდებდა და ფულს მხოლოდ ‘ქულების დასაწერად’ რიცხავდნენ, როდესაც ფემინისტებს, უგემოვნოდ ჩაცმულ ინტრიგანებს უწოდებდნენ, როდესაც ეკლესიაში თვალთმაქცობისთვის დადიოდნენ.

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ბევრი გიჟად ჩამთვის. მაგრამ რას იზავ, დრო შეიცვალა. არ იფიქროთ რომ მე ამ ყველაფერს ვეთანხმებ, – უბრალოდ მენატრება. მენატრება ის ძველი და ტკბილი დრო.
ადამიანის უფლებების დაცვის ერა დადგა. მესმის და მეც ვეთანხმები, უბრალოდ რაც გულში მქონდა ვთქვი და იმედია არ გამიბრაზდებით.

“ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოსცადო” – ანუ როგორ ვიჟიმავე შემთხვევით მეგობრის ბოიფრენდთან

Published 26/02/2015 by Nick

050b9a6ba2f5352641175165d80f1c2d121d6c-wm

რამდენჯერ ვევლინებით ამ ქვეყანას? ერთხელ? ორჯერ? სამჯერ ან იქნებ მეტჯერ? ამაზე უამრავი მოსაზრება არსებობს, თუმცა არცერთი პასუხი. ყველა თავისას ამტკიცებს, მაგრამ სანამ შენი თვალით არ ნახავ ვერაფერს გაიგებ. ან იქნებ სიკვდილის შემდეგ ვერც ვერაფერი ნახო. ასე, რომ სანამ ცოცხლები ვართ ვცდილობთ მაქსიმალურად კარგად გავატაროთ დრო, მივაღწიოთ წარმატებას, იმაზე მეტი მივიღოთ ვიდრე ვიმსახურებთ, ერთმანეთს თავ-ყბა გავუნგრიოთ ამ მომხვეჭელობისას. არც მე ვარ ნაკლები ძუკნა. ისევე ვცხოვრობ, როგორც უმეტესობა. ნაკლებად მადარდებს ღრუბლებს მიღმა ცხოვრების არსებობა-არ არსებობის საკითხი, არც ცხოვრების არსზე ფიქრით ვიკლავ თავს. ვცდილობ მაქსიმალური მივიღო ამ ცხოვრებიდან, რომ რაღაცის უკმარისობის შეგრძნება არ დამეუფლოს სიკვდილის დროს.

ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოსცადოო ნათქვამია (მე ვამბობხოლმე ხშირად), ხოდა ამ ბოლო დროს იმდენი რამე გამოვცადე მგონი დროა მოვკვდე. უკანონო არაფერი: არასრულწლოვან ასაკში დალევას, შემდეგ რამოდენიმეჯერ ნარკოტიკის მოხმარებას და მსგავს რაღაცეებს თუ არ ჩავთვლით. Read the rest of this entry →

მიმართვა ქართველ გეებს: რატომ უნდა გძულდეს ან გიყვარდეს საქართველო

Published 24/02/2015 by Nick

დღეს ფიქრის დღე მქონდა. ვფიქრობდი ყველაფერზე: ლარის გაუფასურებიდან დაწყებული, – “ოსკარზე” ჩაძინებული მიშა მესხის უტაქტობებით დამთავრებული. ხანდახან კარგია სახლში ჯდომა, ჩაის მოდუღება და ათას სისულელეზე ფიქრი. ეს კარგი კი არა სასარგებლოცაა.
ხოდა ამ ფიქრებში გართულს მესიჯი მომსვლია მობილურზე, ჩემი მეგობარი მწერდა. ზეგ დაბადების დღე მაქვს და გეპატიჟებიო, თან მიაყოლა: “უკვე 21 წელია ამ ჯოჯოხეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, იქნებ სადმე შორს გადამისროლოს ბედისწერამ”. – მადლობა თქვი, რომ პაკისტანში არ ცხოვრობ უნამუსოთქო კი გავიფიქრე, მაგრამ არაფერი მიმიწერია.

ამ თემაზეც დაფიქრდი. ძალიან ბევრი გეისგან მსმენია მსგავსი რამ. მათ სძულთ აქაურობა: ვერ იტანენ ხალხს, ტრადიციებს, კულტურასაც აბუჩად იგდებენ. მოკლედ ანტიქართველები არიან. პრინციპში ზოგჯერ მეც მინდახოლმე თავი დავაღწიო საქართველოს და სადმე ევროპაში გადავცხოვრდე, მაგრამ ნამდვილად არ მძულს ჩემი ქვეყანა, ჩემი ქალაქი, სადაც დავიბადე, ფეხი ავიდგი, უამრავი კარგი თუ არც ისე კარგი რამ გადამხდა თავს. Read the rest of this entry →

ყველაზე საშინელი აჩრდილი ჩემი ცხოვრებიდან: პირველი კაცი!

Published 18/02/2015 by Nick

14-მა თებერვალმა ჩაიარა. ჰმ, ვერასოდეს ვერ ვიტანდი ვალენტინობას! არა, იმიტომ არა, რომ ამ დღეს ყოველთვის მარტო ვარ და მხოლოდ დღის მეორე ნახევარში თუ ვჟიმაობხოლმე… უბრალოდ ამ დღეს ყოველთვის უსიამოვნებებს ვაწყდები. წელს რაც გადამხდა, აქაც უნდა დავწერო.

სასიყვარულო ისტორიების მოყოლას არ ვაპირებ, ჩემი ბლოგის მკითხველებს კარგად გეცოდინებათ, რომ ვერ ვიტან ზედმეტ რომანტკას. უბრალოდ იმ დღეს ჩემი წარსულის ყველაზე საშინელ მოჩვენებას გადავაწყდი.

14-ში ჩემს რამოდენიმე მარტოხელა მეგობარს შევხვდი, გადავწყვიტეთ ერთ-ერთ ბარში წავსულიყავით, სადაც ვალენტობას კენტად დარჩენილი ლუზერებისთვის წვეულება იმართებოდა. ვიფიქრეთ გულს გადავაყოლებდით და დავივიწყებდით იმას, რომ წყვილების დღე იყო, ჩვენ კი როგორც ყოველთვის არავინ არ გვყავდა. სანამ ქუჩაში მეგობრებს ველოდებოდი გადავწყვიტე სადმე ჩამოვმჯდარიყავი და სიგარეტი მომეწია. ყვავილების გამყიდველი აყროლებული ქალების ყურებას ეს უკანასკნელი ჯობდა.
Read the rest of this entry →

რას უნდა ველოდოთ უფროსი კაცებისგან, დაუვიწყარ სექსს თუ მწარე იმედგაცრუებას?

Published 27/01/2015 by Nick

იმ დღეს, თბილისის ერთ-ერთ ახალ გახსნილ კლუბ-ბარში ჩემს მეგობრებს შევხვდი, ვიწრო წრეში ავღნიშნეთ ჩემი დაბადების დღე. ერთ-ერთი გამომიტყდა, რომ თავისზე ბევრად უფროს მამაკაცთან იყო პაემანზე და იქედან მოდიოდა. ყველანი გავგიჟდით და გამოვკითხეთ ამბები. მოკლედ ის გავარკვიე რომ ეს კაცი მასზე (მართლაც, რომ) ბევრად უფროსი იყო, შვილიც ყავდა და მეუღლეც, რომელსაც დაშორდა. მაგრამ ჩემი მეგობრისთვის მთავარი ის იყო, რომ მას დიდი პენისი ჰქონდა და კარგად ჟიმაობდა. Read the rest of this entry →

სექს-სათამაშოების მოყვარული პროფესორა ტიპი

Published 04/12/2014 by Nick

3 თვე მარტოობაში ყოფნა იდეალურია. მარტოობა აძლიერებს ადამიანს, აფიქრებს ცხოვრებაზე, ეხმარება გეგმების დაწყობაში. მარტოობის უპირატესობაც ხომ ესაა? მარტოობაში უკეთ ვიცნობთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს. ვუფიქრდებით ჩვენს თითოეულ განვლილ ნაბიჯს და ვიწყებთ მიზნების დასახვას. სიმარტოვე – სიმშვიდეა. – ასე შეიძლება ეთქვა ვინმე ძალიან მოსაწყენ, გიომ და პროფესორა ტიპს, მაგრამ მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ! 3 თვეა მარტო ვარ და ლამის გავგიჟდე. ძალიან ენერგიული, თავგადასავლების მოყვარული და ცოტა ექსტრავაგანტული ტიპი ვარ (თან მერწყული) და არ შემიძლია გამოყრუებულ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა.

***

იმ დღეს ვფიქრობდი ცოტა ხანს დავივიწყებ, რომ ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი და პაემანზე წავალთქო (ასეთ დროს რას არ გააკეთებ, რომ მოწყენილობას თავი დააღწიო). ხოდა ერთ ტიპს შევხვდი, რეომელიც გაუთავებლად მწერდა შემხვდი შენი ნახვა მინდაო. Read the rest of this entry →